1779534467
უცხოეთი
ივ საკილას გარდაცვალებას ირლანდიის „ჯორჯ ფლოიდის მომენტს“ უწოდებენ - 35 წლის მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა
35 წლის კონგოში დაბადებული ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მუხლს საკილას კისერში. კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა.
პოლიციამ საკილას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო. 15 მაისს საკილას რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაედევნა და დააკავა, მაღაზიიდან ნივთის სავარაუდო ქურდობის გამო.
ადვოკატმა ჯონ ჯერარდ კალენმა, რომელიც მამაკაცის ოჯახს წარმოადგენს, განაცხადა, რომ საკილამ, სავარაუდოდ, მაღაზიიდან სუნამოს ბოთლი მოიპარა.