Loading data...
იუტას შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ლგბტქ ადამიანების კრიტიკა გახდა

იუტას შტატის პროკურორებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, სადაც კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას RBC The Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობინსონის მიერ პარტნიორისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში, რომლებიც პროკურორებმა ბრალდებებთან ერთად წარადგინეს, იგი წერდა, რომ „კირკის სიძულვილს ვეღარ აიტანდა“.

პარტნიორისთვის მიწერილ შეტყობინებებში რობინსონმა აღიარა: „მე ვარ, ვწუხვარ “. მან ასევე დაწერა, რომ სურდა ეს საიდუმლო შეენახა „სიკვდილამდე და სიბერემდე“.

რას ამბობენ ბრალდებული რობინსონის მშობლები? 

რობინსონის დაპატიმრების შემდეგ, მისმა დედამ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი შვილი „უფრო პოლიტიზებული და მემარცხენე გახდა - მხარს უჭერდა ლგბტქ ადამიანების უფლებებს“.

პროკურორების თქმით, რობინსონის მამას შვილთან განსხვავებული შეხედულების გამო უთანხმოება ჰქონდა. 

ასევე, რობინსონის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა კირკის ღონისძიებას იუტა ველის უნივერსიტეტში „სულელური ადგილი“ უწოდა და ის „სიძულვილის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

ინფორმაციისთვის, 10 სექტემბერს, იუტას მდელოს უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აშშ-ში, იუტას შტატის პროკურატურის განცხადებით, ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული ტეილორ რობინსონის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.