Loading data...
იური უშაკოვი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შორის 15 აგვისტოს, ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება.

უშაკოვის თქმით, შეხვედრის დროს, ასევე, დაგეგმილია მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების უფრო ფართო სპექტრის განხილვა, ასევე მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული საკითხების განხილვა.

„მოლაპარაკებებს ცენტრალური თემა იქნება უკრაინის კრიზისის დარეგულირება, მათ შორის იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 6 აგვისტოს კრემლში აშშ-ის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფის მონაწილეობით. ბუნებრივია, ასევე, ლიდერები შეეხებიან უფრო ფართო ამოცანებს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტუალური და ყველაზე მძაფრია საერთაშორისო და რეგიონული საკითხები.

მოსალოდნელია აზრთა გაცვლა ორ ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი და ჯერ აუთვისებელი პოტენციალი“, - განაცხადა უშაკოვმა.