Loading data...
იური უშაკოვი: მოსკოვი ვაშინგტონთან მუშაობას აგრძელებს, აშშ-ის წარმომადგენლები დისკუსიის დროს კონსტრუქციულ და კეთილგანწყობილ პოზიციას ავლენენ

მოსკოვი ვაშინგტონთან მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები დისკუსიის დროს კონსტრუქციულ და კეთილგანწყობილ პოზიციას ავლენენ.

„მუშაობა მიმდინარეობს. პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს“, – განაცხადა უშაკოვმა.

რაც შეეხება აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის შესაძლებლობას, მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთში ჯერ საერთოდ არ განხილულა.

„რაც შეეხება პუტინის გამგზავრების შესაძლებლობას, ეს საკითხი ჩვენთან ჯერ საერთოდაც არ განხილულა“, – განაცხადა უშაკოვმა.