1773303867
უცხოეთი
იტალიის თავდაცვის მინისტრი: რაკეტა ერბილში ჩვენს ბაზას მოხვდა, იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა
ერაყში, იტალიის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფორმაციას იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროსეტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რაკეტა ერბილში ჩვენს ბაზას მოხვდა. იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.