Loading data...
იტალიის თავდაცვის მინისტრი: ირანში ომი აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის

ირანში ომი აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ განაცხადა.

როგორც  იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს.

„ეს ომი, ასევე, აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის. ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს,

სწორედ ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი კონფლიქტის დასრულებისთვის მისაღები საშუალება იყო. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვფლობთ ბირთვულ იარაღს, ხოლო ისინი, ვისაც ის არ აქვს, მის მოპოვებას ცდილობენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.