Loading data...
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ჩვენს ჯარისკაცებს საბრძოლველად არ გავგზავნით

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალია უკრაინაში საბრძოლველად თავის ჯარისკაცებს არ გაგზავნის. ამის შესახებ მან G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მის განცხადებას სააგენტო ANSA ციტირებს. 

ტაიანიმ თქვა, რომ „იტალია არ გაგზავნის ერთ ჯარისკაცსაც კი უკრაინაში“. 

„ჩვენ ვეხმარებით კიევს პოლიტიკურად, ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ ჩვენს ჯარისკაცებს საბრძოლველად არ გავგზავნით“, - განაცხადა ტაიანიმ და დასძინა, რომ „რუსეთი იღებს სერიოზულ პასუხისმგებლობას ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვით.“

„ჩვენ უნდა ავიცილოთ ესკალაცია“, - აცხადებს ტაიანი.