1770224586
უცხოეთი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა
რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„ჩავშალეთ კიბერთავდასხმების სერია საგარეო სამინისტროს ოფისებზე, ვაშინგტონით დაწყებული, და ასევე, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ზოგიერთ ობიექტზე, მათ შორის კორტინაში სასტუმროებზე“, - აცხადებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, „ეს რუსული წარმოშობის ქმედებებია“.