1764830203
უცხოეთი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის ნატოს პროგრამაში, რადგან უკვე დაწყებულია სამშვიდობო მოლაპარაკებები
იტალია არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვის ნატოს პროგრამაში, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების გათვალისწინებით, იტალიისთვის PURL პროგრამაში გაწევრიანება „ნაადრევია“.
„შეთანხმებას თუ მივაღწევთ და საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იარაღი აღარ იქნება საჭირო. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგალითად, უსაფრთხოების გარანტიები“,- აღნიშნა ტაიანიმ.