Loading data...
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა

ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი წერს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ყველა დეტალის გასარკვევად ერაყში იტალიის ელჩს ესაუბრა.

„საბედნიეროდ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ბუნკერში უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. ვუცხადებ მათ სოლიდარობას და მადლიერებას ყოველდღიური სამსახურისთვის“, - წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.