Loading data...
იტალიის პრემიერი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე: მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა, ჯერ კიდევ შორს არის.

ვხედავ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) მე-5 მუხლის შესაბამისად“, - აცხადებს მელონი. 

მისი თქმით, უკრაინის აღდგენის მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა.

მელონიმ განმარტა, რომ „არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქაღალდზე“.