Loading data...
იტალიის პრემიერი: რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგი ვართ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო ტაიანმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებებზე, უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იტალია არ აპირებს, რუსების წინააღმდეგ იომოს.

„გადაწყვეტილებებს, რომლებიც NATO-ს შეეხება, NATO-ს შიგნით იღებენ და ჩვენ ალიანსის წევრი ვართ. ჩვენ არ ვეომებით რუსეთს და იმ სამხედროების გაგზავნის წინააღმდეგი ვართ, რომლებიც რუსების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ“, - აცხადებს ანტონიო ტაიანი.

მისივე თქმით, ის იარაღი, რომელსაც უკრაინას გაუგზავნიან, მხოლოდ ამ ქვეყნის საზღვრებში უნდა იყოს გამოყენებული. 

„ყველა საბრძოლო საშუალება, რომელსაც ვაგზავნით, განკუთვნილია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის შიგნით გამოსაყენებლად. ჩვენ არ ვაგზავნით სახსრებს, რომლებიც შეიძლება უკრაინის საზღვრებს გარეთ იყოს გამოყენებული“, - ციტირებს ANSA იტალიის პრემიერის სიტყვებს.