Loading data...
იტალიის პრემიერი: პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები სრულიად უაზროა, ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის

„ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის“, - ასე უპასუხა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მელონი ტრამპთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს.

მელონიმ ტრამპის განცხადებას „სრულიად უაზრო“ უწოდა.

„პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, თქვენი მეგობრობა ნამდვილად არ დამხმარებია და არც თქვენთან ურთიერთობაზეა იგი დამოკიდებული. ჩემი პოპულარობა განპირობებულია ჩემი უნარით, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები და ეს არის ზუსტად ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი.

სწორედ ეს გავაკეთე იტალიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და რომლებიც არ დაირღვევა სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ. იტალია ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის. გირჩევთ, თქვენსაზე გაამახვილოთ ყურადღებაზე“, - აცხადებს იტალიის პრემიერ-მინისტრი.