1758651222
უცხოეთი
იტალიის პრემიერი: მზად ვართ პალესტინის აღიარებისთვის, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობები

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პალესტინის აღიარების წინადადებას წარადგენს, თუ გარკვეული პირობები დაკმაყოფილდება.
„უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს წინადადებას, რომ პალესტინის აღიარება ორი პირობით უნდა მოხდეს: მძევლების გათავისუფლება და რა თქმა უნდა, „ჰამასის“ გამორიცხვა პალესტინაში არსებული ნებისმიერი სამთავრობო დინამიკიდან“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, გაეროს რიგით მე-80 გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირეს.
პალესტინის სახელმწიფო პორტუგალიამ და საფრანგეთმაც აღიარეს.