Loading data...
იტალიის პრემიერი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროპისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაწყვეტა სარგებლის მომტანი არ იქნება, თუმცა ამავდროულად აუცილებელია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. 

ჟურნალისტმა იტალიის პრემიერ-მინისტრს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებისა და ვაშინგტონის მიერ მოკავშირეების მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ ჰკითხა, განსაკუთრებით იტალიის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის კონტექსტში.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიამ უარი განაცხადა ბაზაზე ამერიკული ბომბდამშენების დაშვებაზე, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ.

მელონის განცხადებით, ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება.