Loading data...
იტალიის პრემიერ-მინისტრი: მჯერა, შევძლებთ დონალდ ტრამპს ნობელის პრემია მივცეთ, უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ შეძლებს დონალდ ტრამპის ნომინირებას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ მელონიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ის მას მივცეთ. მჯერა, რომ ის ასევე შეძლებს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრებაში. მაშინ ჩვენ, უკვე ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ დონალდ ტრამპის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას“, – განაცხადა მელონიმ.