Loading data...
იტალიის მუზეუმიდან რენუარის, სეზანის და მატისის ფერწერული ნამუშევრები მოიპარეს

იტალიის ქალაქ პარმასთან მდებარე მანიანი-როკას ფონდის მუზეუმიდან ცნობილი იმპრესიონისტების სამი ფერწერული ტილო მოიპარეს. ბოროტმოქმედებმა მოიპარეს პიერ რენუარის ნამუშევარი „თევზები“, პოლ სეზანის „ნატურმორტი ბლით“ დ ანრი მატისის ნამუშევარი „ოდალისკა ტერასაზე“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ქურდებმა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მუზეუმის შესასვლელი კარი შეანგრიეს, ნახატები წაიღეს და სამ წუთში ბაღის გავლით მიიმალნენ. მოპარული ნამუშევრების ფასი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კრიტიკოსის და კოლექციონერის, ლუიჯი მანიანის სახელობის ფონდში ინახება ფერწერული ტილოები, როგორებიცაა ტიციანის, რენუარის, რუბენსის და გოის ნამუშევრები. ის იტალიაში ფერწერული ტილოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუზეუმად ითვლება.