Loading data...
იტალიაში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის სახლთან აფეთქება მოხდა - „მუქარა ჟურნალისტის და მისი გუნდის მიმართ“

იტალიაში, ერთ-ერთი ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტის სახლთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი მანქანა და სახლი დაზიანდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

ყოველკვირეული საგამოძიებო გადაცემის RAI-ს წამყვანი სიგფრიდო რანუჩი წლების განმავლობაში დაცვით გადაადგილდებოდა. 

ჟურნალისტის თქმით, მას და მის სარედაქციო გუნდს არაერთი მუქარა მიუღიათ.

17 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომიდან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში,  რანუჩის სახლის შესასვლელ კართან ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

მან დასძინა, რომ აფეთქება მოხდა 16 ოქტომბრის საღამოს, სახლში დაბრუნებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.