Loading data...
იტალიაში ჯორჯია მელონის პარტიამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში მუსლიმური თავსაბურავის, ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს

იტალიაში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმებმა“ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში მუსლიმური თავსაბურავის – ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.

კანონპროექტი კრძალავს ტანსაცმელს, რომელიც სახეს ფარავს, ყველა საზოგადოებრივ სივრცეში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებსა და ოფისებში.

დარღვევა 300-დან 3 000-მდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტის განმარტებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა მიმართულია „რელიგიური რადიკალიზაციისა და რელიგიურად მოტივირებული სიძულვილის“ წინააღმდეგ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე ახალ რეგულაციას, მათ შორის ქალიშვილობის შემოწმებისთვის სასჯელებს, ასევე იძულებითი ქორწინებისთვის სასჯელის გამკაცრებას.

2011 წელს საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც საჯარო სივრცეებში ბურქის ტარება აკრძალა.