Loading data...
იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა

იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის შესაძლო გაჩენის რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობას გაფრთხილებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ AP-ი იტყობინება. 

როგორც უცხოური მედია წერს, სპეციალისტები სიცხის ტალღების მზარდ სიხშირესა და ინტენსივობას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი ექსტრემალური ამინდი ევროპის სამხრეთ ნაწილებში სულ უფრო ხშირი ხდება.

29 ივნისს პორტუგალიაში დედაქალაქ ლისაბონში ჰაერის ტემპერატურამ 42°C-ს გადააჭარბა, ხოლო იტალიაში, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმე რეგიონმა - ლაციომ, ტოსკანამ, კალაბრიამ, აპულიამ და უმბრიამ - დღის ყველაზე ცხელ საათებში გარე სამუშაოები აკრძალა. 

იტალიის პროფკავშირებმა მთავრობას მოუწოდეს, მსგავსი ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღოს. 

ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ასევე საბერძნეთსა და ესპანეთშიც. ტემპერატურამ სამხრეთ ქალაქ სევილიაში, ასევე, სამხრეთ და ცენტრალური ნაწილების სხვა ქალაქებში ჰაერის ტემპერატურამ 42°C-ს მიაღწია.