1785184297
უცხოეთი
იტალიაში დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ტურისტებს ფულის სანაცვლოდ, წლების განმავლობაში მის მიერ აშენებულ ყალბ ამფითეატრს ათვალიერებინებდა
69 წლის ფრანკო მალოსოს თაღლითობის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა. ის დამთვალიერებლებს 40 ევროს ახდევინებდა ობიექტის სანახავად, რომელიც 20 წლის წინ თავადვე ააგო, - ამის შესახებ Euronews იუწყება.
დაკავებული ამტკიცებდა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ქალაქ ვიჩენცაში მდებარე ობიექტი - ცნობილი როგორც „ბერიკოს საზღვაო ამფითეატრი“ - 2005 წელს, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ აღმოაჩინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მალოსო ტურისტებს აჯერებდა, რომ ეს ადგილი ჩვენი წელთაღრიცხვით 393 წლით თარიღდებოდა და მსოფლიოში ერთ-ერთ „ყველაზე ძველ და უდიდეს ამფითეატრს“ წარმოადგენდა.
მან ადგილობრივი ხელისუფლების დარწმუნებაც კი შეძლო, რომ აღნიშნული ობიექტი ვიჩენცას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტურისტულ გზამკვლევსა და ონლაინ აპლიკაციაში შეეყვანათ.