იტალიაში დააკავეს უკრაინელი კაცი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაშია ეჭვმიტანილი - Spiegel

იტალიის პოლიციამ დააკავა უკრაინელი კაცი, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. აღნიშნულის შესახებ Spiegel-ი იტყობინება.
იტალიელმა სამართალდამცველებმა უკრაინაში მოქალაქე სერგეი კ. რიმინის რეგიონში დააკავეს. ეჭვმიტანილი ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმა უკრაინელმა სპეცრაზმელებმა 2022 წლის სექტემბერში განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მყვინთავები სპეციალურად დაქირავებული იახტიდან მილსადენის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რათა შემდეგ ზღვის ფსკერზე ასაფეთქებელი ნივთიერებები დაემონტაჟებინათ.
სავარაუდოდ, სერგეი კ. „ანდრომედას“ სახელწოდების გემზე იმყოფებოდა.
ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ის მყვინთავებს შორის არ იყო და სავარაუდოდ, კოორდინატორის როლს ასრულებდა.
სამართალდამცავი ორგანოების წყაროების ცნობით, ჯერ უცნობია, როდის მოხდება სერგეი კ.-ს გერმანიაში ექსტრადირება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს.