Loading data...
იტალიამ უარი თქვა უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში სამხედროებს მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში არ გაგზავნის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მელონიმ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების მიმართ, მაგრამ ამავდროულად „გაიმეორა იტალიის მთავრობის პოზიციის უცვლელი დებულებები გარანტიების საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იტალიელი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების გამორიცხვა“.

„კოალიციის ქვეყნების მრავალეროვნულ ძალებში მონაწილეობის ნებაყოფლობითი ხასიათი და უკრაინის მხარდასაჭერად სამომავლო თავდასხმის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური პროცედურების დაცვა, როგორც ეს მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასახავს იმ პრინციპებს, რომლებიც იტალიამ არაერთხელ დაადასტურა“, - დასძინა იტალიის მთავრობამ განცხადებაში.