Loading data...
იტალიამ აშშ-ს სიცილიაში თავისი ბაზის გამოყენებაზე უარი უთხრა - Corriere della Sera

იტალიამ შეერთებულ შტატებს სიცილიაში, სიგონელას საჰაერო ბაზის გამოყენებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ Corriere della Sera-ი იტყობინება.

როგორც მედიასაშუალება წერს, იტალიამ აშშ-ის უარი რამდენიმე დღის წინ უთხრა, თუმცა ამბავი დღეს გახმაურდა. 

ახლო აღმოსავლეთში განთავსებამდე, ზოგიერთი ამერიკული ბომბდამშენი აღმოსავლეთ სიცილიაში მდებარე ბაზაზე უნდა შესულიყო. 

გამოცემა წერს, რომ გენერალური შტაბის უფროსმა ლუჩიანო პორტოლანომ თავდაცვის მინისტრ გვიდო კროსეტოს დაურეკა, რათა სიტუაციის შესახებ ეცნობებინა და გადაწყვეტილება მიეღო.

„ნებართვა არ გაიცა, რადგან შეერთებულ შტატებს არ მოუთხოვია ავტორიზაცია ან კონსულტაცია იტალიის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, როგორც ამას ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ობიექტების გამოყენების მარეგულირებელი ხელშეკრულებები მოითხოვს“, - წერს მედიასაშუალება.