იტალია შეშფოთებას გამოხატავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ, სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით
იტალია ბულგარეთს შეუერთდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, პატრიარქ კირილესთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა შესთავაზა.
თუმცა, აღნიშნულმა ნაბიჯმა ბულგარეთის წინააღმდეგობა გამოიწვია, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებელია. ამასთან, რომისგან მიღებული იყო ე.წ. „დათქმა“, რომელიც გულისხმობს შეშფოთებას და ვეტოს დადებამდე უნდა გადაიჭრას.
რომის შეშფოთება ვატიკანიდან მომდინარეობს და უკავშირდება დისკომფორტს ქრისტიანული კონფესიის ლიდერის სანქცირებასთან დაკავშირებით, განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა. ევროკავშირში იტალიის მუდმივი წარმომადგენლობის პრესსპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.