Loading data...
ისრაელში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია - Times Of Israel

ისრაელში, იერუსალიმის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან.

როგორც სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა The Times of Israel-ს განუცხადა, იერუსალიმის გარეთ გაჩენილი ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის შვიდი მეხანძრე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

ებრაული მედიის ცნობით, დაშავდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელიც.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხანძართან გასამკლავებლად მოკავშირეებთან, მათ შორის საბერძნეთთან, საუბრის რეკომენდაცია გასცა, რათა სარეზერვო სახანძრო ძალები მოამზადონ. ამასთან, მან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა იმ ადგილებიდან, რომლებსაც ცეცხლი უახლოვდება. 

„აცნობეთ ხალხს, რომ არ მოვიდნენ, საზოგადოებას - არ მიუახლოვდნენ, არ შევიდნენ ხანძრის ზონაში“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ მეხანძრეებს.