Loading data...
ისრაელში სამხედრო ტექნიკით დატვირთული სატვირთო თვითმფრინავები დაეშვნენ - The Times Of Israel

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 ივნისს, ისრაელში რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, რომლებსაც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა.

სამინისტროს განცხადებით, მიწოდება „ოპერაციული უწყვეტობის გაძლიერებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა საჭიროების მხარდაჭერის ძალისხმევის ნაწილია, როგორც ომის მიზნების მისაღწევად, ასევე მზადყოფნისა და მარაგების გაუმჯობესებისთვის“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის დაწყებიდან [12-13 ივნისის ღამე] ისრაელში 14 სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის აღჭურვილობით იყო დატვირთული და ომის დაწყებიდან ჩასულ 800 სხვა თვითმფრინავს შეუერთდა.

აღნიშნულია, რომ თვითმფრინავების აბსოლუტური უმრავლესობა აშშ-დან იყო.