Loading data...
ისრაელში ირანის სარაკეტო დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

The Times of Israel-ის ცნობით, რაკეტა ქალაქის საცხოვრებელ უბანს მოხვდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.