1720983181
უცხოეთი
ისრაელში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე განზრახ შევარდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა - Reuters
ისრაელში, ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა. Reuters-ის ცნობით, შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის ცენტრალური განყოფილების უფროსის, ავი ბიტონის განცხადებით, მომხდარი ტერორისტულ აქტად არის შეფასებული.
„ტერორისტი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდებოდა, ისრაელის მოქალაქეებს დაეჯახა ავტობუსის გაჩერებაზე, რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, უკან მობრუნდა და ავტობუსის გაჩერებაზე კიდევ ერთხელ შევარდა“, - ამბობს სამართალდამცველი.
მისივე ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია, მის შესაძლო თანამზრახველებს კი მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.