1788622893
უცხოეთი
ისრაელში აშშ-ს ელჩი: ღაზას სექტორიდან პალესტინელების იძულებით გადასახლების გეგმა არ არსებობს
„ისრაელში აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან პალესტინელების იძულებით გაყვანის არანაირი გეგმა არ არსებობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი თქმით, არავინ დაუჭერს მხარს ასეთ იძულებით გადაადგილებას და ასეთი წინადადებითაც არავინ გამოდის.
„შემიძლია, კატეგორიულად განვაცხადო, რომ არ არსებობს არავითარი ისრაელის გეგმა ღაზიდან ხალხის მათი ნების წინააღმდეგ გასახლებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ „არსებობს მზაობა, თუ ხალხს აქვს სურვილი, დატოვონ ტერიტორია, მათ ამის უფლება გააჩნიათ. თუმცა მათი გამოკეტვა იქ, სადაც ყოფნა არ სურთ, ღირსეული ქმედება არ იქნებოდა“.