Loading data...
ისრაელმა თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანის დედაქალაქ თეირანში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

როგორც Times of Israel-ი იტყობინება, დარტყმების სამიზნე „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაა“.

ინფორმაციისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება, ომი ბევრად უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე ხალხს ჰგონია.“