1781982034
უცხოეთი
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე იერიში მიიტანა - დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი
ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი” ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ნაბათიეს რაიონში დაფიქსირდა როგორც ავიადარტყმები, ასევე საარტილერიო ცეცხლი, რამაც საცხოვრებელი სახლები და შენობები გაანადგურა.
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:30 საათზე ისრაელმა იერიში ქალაქ არაბ სალიმზე მიიტანა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, 1 ადამიანი დაიღუპა ქალაქ დეირ ალ-ზაჰრანიზე განხორციელებული დარტყმის შედეგად. ერთი ადამიანი ემსხვერპლა ქალაქ ალ-დვეირში ადგილობრივი დროით დილის 07:30-ზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას.