Loading data...
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა - დაიღუპა 4 ადამიანი

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის.

ისრაელის ცნობით, თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ დრონებით განახორციელა. ისრაელელი სამხედროები ინციდენტის შედეგად არ დაშავებულან.