ისრაელმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პალესტინური ქვედანაყოფის მეთაური მოკლა

ირანის ქალაქ კუმში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პალესტინური ქვედანაყოფის მეთაური საიდ იზადი დაიღუპა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გაავრცელა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, საჰაერო იერიშის შედეგად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დრონების მე-2 ბრიგადის მეთაური ამინგურ ჯუდაკი მოკლეს. ჯუდაკი ამ ქვედანაყოფს 13 ივნისიდან მეთაურობდა, როდესაც წინა მეთაური ტახერ პური მოკლეს.
21 ივნისს ღამით, ისრაელმა და ირანმა, კვლავ, ერთმანეთზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ისრაელმა ისპაანში ბირთვული ობიექტი დაბომბა. ირანის ოფიციალური წყაროების ცნობით, შეტევა მოგერიებული იყო.
ირანმა კი, რაკეტები თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა, რაკეტის ნამსხვრევებმა ქალაქში მდებარე მრავალსართულიან სახლში ხანძარი გააჩინა.