ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ოთხი იარაღის საწყობი გაანადგურა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 26 ნოემბერს, ღამით, ღაზას სექტორის მასშტაბით განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ოთხი იარაღის საწყობი განადგურდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ამ ადგილებს „ჰამასი“ საბრძოლო მასალის და იარაღის წარმოებისთვის განკუთვნილი ნივთების შესანახად იყენებდა.
არმიის განმარტებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, დარტყმების დაწყებამდე ადგილობრივმა პალესტინელებმა წინასწარი გაფრთხილება მიიღეს, ოპერაციისას კი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა და საჰაერო დაკვირვება გამოიყენეს.
צה"ל ושב"כ השמידו ארבעה מחסני אמצעי לחימה של ארגון הטרור חמאס ברחבי רצועת עזה צה"ל ושב"כ תקפו ברחבי רצועת עזה אמש והשמידו ארבעה מחסני אמצעי לחימה ששימשו את הזרוע הצבאית של ארגון הטרור חמאס. מחסני אמצעי הלחימה איחסנו נשקים ומחרטות שנועדו לשמש את מחבלי החמאס לקידום מתווי טרור נגד כוחות צה"ל. טרם התקיפות ניתנו אזהרות מקדימות לאוכלוסייה, בנוסף לשימוש בחימוש מדויק ותצפיות מהאוויר על מנת לצמצם את הסיכוי לפגיעה באזרחים. כוחות הביטחון ימשיכו לפעול בנחישות לגריעת יכולות ארגוני הטרור ברצועת עזה ולסיכול כל ניסיון לשקמן או להחזיק באמצעי לחימה במטרה לפגוע בכוחותינו
— צבא ההגנה לישראל (@idfonline) November 27, 2026