Loading data...
ისრაელმა გაანადგურა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი მეთაური

ისრაელის არმიამ 3 ივლისს, დაარტყა ლიბანის სამხრეთ რეგიონებს. დარტყმების შედეგად, მოკლულია ისლამური ტერორისტული დაჯგუფების „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მთავარი მეთაური.

ინფორმაციაში აღნიშნული, რომ ქალაქ ტირში მოკლულია მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, მუჰამად ნიმა ნასერი. ის არის იმ ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ლიბანის სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელის დაბომბვაზე.

ლიბანიდან ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ დაიღუპა ჯგუფის კიდევ ერთი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე.

მუჰამად ნიმა ნასერის სიკვდილი ჰეზბოლას წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

„ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა, ჰასან ფადლალაჰმა აღნიშნა, რომ ნასერმა იცოდა, რომ ის იყო სამიზნე, მაგრამ არ დატოვა ბრძოლის ველი ცხრა თვის განმავლობაში.

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ ისრაელს  პასუხს გასცემს მის დანაშაულზე.