Loading data...
ისრაელმა და ლიბანმა ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარ საფუძველს შექმნის. ისრაელსა და ლიბანს შორის 1948 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც გამოცემა ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, შეთანხმება ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითვალისწინებს. ამ რეგიონებზე კონტროლს ლიბანის არმია განახორციელებს და რეგიონში არსებულ სიტუაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალებიც გააკონტროლებენ, იმისთვის რომ იქ „ჰეზბოლას“ დაჯგუფების წარმომადგენელთა გამოჩენა გამოირიცხოს.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ეს დოკუმენტი არის სერიოზული დარტყმა ირანზე, რადგანაც პრობლემებს ისრაელი, ლიბანი და აშშ დამოუკიდებლად მოაგვარებენ, ხოლო ირანის და „ჰეზბოლას“ როლი იქ ნულამდე იქნება დაყვანილი.

ლიბანის პრეზიდენტმა ჟოზეფ აუნმა ამ შეთანხმებას უწოდა პირველი ნაბიჯი და რომ ის ლიბანელ ხალხს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. „ლიბანი საკუთარ მიწაზე სუვერენიტეტის გაყოფას არავისთან აპირებს“, - განაცხადა ჟოზეფ აუნმა.