1739627209
უცხოეთი
ისრაელმა 369 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შემდეგ ისრაელმა სანაცვლოდ 369 პალესტინელი პატიმარი გაუშვა.
ავტობუსმა, რომელსაც პატიმრები გადაჰყავდა, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისრაელის ოფერის ციხე დატოვა.
სააგენტო AP-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ პალესტინელი პატიმრები რამალაში მათ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
369 პატიმრიდან 36-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა, შეთანხმების მიხედვით, დანაშაულის სიმძიმის გამო, 24 მათგანი არ უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. ისრაელმა და „ჰამასმა“ მძევლები უკვე მეექვსედ გაცვალეს.