ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!
„ებრაელი დედის თითოეული ცრემლის გამო ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას! ამერიკელების მიმართ დიდი პატივისცემით, ისრაელმა მთელ მსოფლიოს ნათლად უნდა განუცხადოს, რომ ჩვენი შვილების სისხლი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არ იცვლება. მთელი ლიბანი უნდა დაიწვას. ჩვენი უზენაესი ვალია ისრაელის მოქალაქეებისა და ისრაელის თავდაცვის არმიის სამხედროების დაცვა და აღნიშნული ძალისხმევა სხვასთან შედარებით არის უპირატესი.
პრემიერ-მინისტრს პირად საუბრებშიც ვეუბნებოდი: ებრაელი დედის თითოეული ცრემლისთვის ათასობით ლიბანელი დედა უნდა ტიროდეს. საკმარისია პინგ-პონგი. ახლო აღმოსავლეთში შეზღუდული პასუხის გაცემითა და თავშეკავებით ვერ გაიმარჯვებ - უნდა იყო მებრძოლი. გაანადგურო. დაამსხვრიო“, - აცხადებს იტამარ ბენ-გვირი.
על כל דמעה של אמא ישראלית, אלף אמהות לבנוניות צריכות לבכות. לבנון כולה צריכה לבעור!
— איתמר בן גביר (@itamarbengvir) June 19, 2026
עם כל הכבוד לאמריקאים, ישראל חייבת להבהיר לעולם כולו שדם בנינו וביטחון אזרחנו איננו הפקר. לבנון כולה צריכה לבעור. חובתנו העליונה היא להגן על אזרחי ישראל ועל חיילי צה״ל, והמחויבות הזו קודמת לכל…
ინფორმაციისთვის, სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები გრძელდება. „ჰეზბოლა“ კი იუწყება, რომ ამ ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.