Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელმა აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა

ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მოკვლის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო და ოპერაციის ჩატარებას დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გეგმავდა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა. 

„ჩვენ უკვე ნოემბერში შევიკრიბეთ პრემიერ-მინისტრთან ძალიან პატარა ფორუმზე და პრემიერ-მინისტრმა დაისახა მიზანი – ხამენეის განადგურება“, - განუცხადა კაცმა ისრაელის N12 ტელევიზიას.

მისი თქმით, გეგმა საბოლოოდ ვაშინგტონს გაუზიარეს. იანვარში, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ირანს, შესაძლოა, აშშ-სა და ისრაელზე იერიში მიეტანა, ამიტომაც ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმა დაჩქარდა.