Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი „ჰამასს“ „დაშლის“, თუ ის იარაღს არ დაყრის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, განაიარაღოს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ და მისი „დაშლით“ იმუქრება, თუ დაჯგუფება იარაღის დაყრას არ დათანხმდება.

„მას შემდეგ, რაც ყველა მძევლის დაბრუნების მიზანს მივაღწევთ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავასრულოთ „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას სექტორის სრული დემილიტარიზაცია“, - განაცხადა კაცმა.

„თუ „ჰამასი“ შეთანხმებული ჩარჩოს შესაბამისად არ განიარაღდება, ჩვენ მას და მის ყველა შესაძლებლობებს დავშლით“, - აღნიშნა მან.