ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელ ლიდერებს ემუქრება
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ირანელი ლიდერს, რომელიც „ისრაელის განადგურების გეგმების განხორციელებას შეეცდება“, შეაჩერებენ.
„აიათოლა ალი ხამენეი, რომლის დაკრძალვაც ამჟამად მიმდინარეობს, ისრაელმა გაანეიტრალა, რადგან სწორედ ის იყო ირანში და მთელ რეგიონში ისრაელის განადგურების გეგმის ინიციატორი და ლიდერი“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
კაცმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივმა დარტყმებმა „მოხსნა ისრაელის წინაშე არსებული უშუალო ეგზისტენციალური საფრთხეები და სერიოზულად დააზიანა ირანის სტრატეგიული შესაძლებლობები“.
გარდა ამისა, მან გააკრიტიკა დაკრძალვაზე შეკრებილი ადამიანები, რომლებიც სკანდირებდნენ „სიკვდილი ტრამპს“ და განაცხადა, რომ ეს „სამარცხვინოა“ და „აიათოლების რეჟიმის ნამდვილ ბუნებას ავლენს“.