Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელის სამიზნეა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი სამიზნეა მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები ისროლა.

„ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნისთვის მძიმე ფასს გადაიხდის, ხოლო „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ნაიმ ქასემი, რომელმაც ცეცხლის გახსნა ირანის ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა, ამიერიდან ის სამიზნეა“, - ისრაელის თავდაცვის მინისტრი.