Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ

„ჩვენ ღაზას არასოდეს დავტოვებთ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი

„ჩვენ ღაზას სიღრმეში ვართ და მას არასდროს დავტოვებთ. მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ისრაელ კაცი. 

ამასთან, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი ღაზას სექტორში ახალ დასახლებებს მოაწყობს. 

„ჩრდილოეთ ღაზაში ევაკუირებული დასახლებების ადგილას ახალმოსახლეების ჯგუფებს დავასახლებთ“, - დასძინა ისრაელ კაცმა.