Loading data...
ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება.

„ნებისმიერი ლიდერი, რომელსაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დანიშნავს, ისრაელის განადგურების გეგმის წარმართვის, აშშ-ის, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის ქვეყნების დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის გეგმის გასაგრძელებლად, ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება. მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება“, - აცხადებს კაცი. 

მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს სრული ძალით მოქმედებას.

„გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა გავანადგუროთ რეჟიმის შესაძლებლობები“, - აცხადებს კაცი. 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ირანის დაღუპული ლიდერის შვილი, ალი ხამენეი მოჯთაბა ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება 88 წევრისგან შემდგარმა შიიტურმა უზენაესმა საბჭომ მიიღო.