1774848322
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
„ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მასშტაბით ირანის ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას ურტყამს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების გაშვება დააფიქსირეს და თავდაცვის სისტემები მათ მოსაგერიებლად მუშაობს.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.