Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი მოკლა - გალანტი

თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მეთაურების ნახევარი მოკლა.

„ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი სამხრეთ ლიბანში ლიკვიდირებულია...დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს“, - აცხადებს გალანტი.

მისი თქმით, ისრაელის მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ათიათასობით დევნილი ისრაელის დაბრუნება საკუთარ სახლებში, ჰეზბოლას ყოველდღიური თავდასხმების ფონზე.