ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანში მდებარე „ყუდსის ძალების“ სამეთაურო ცენტრებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა ზუსტ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით თეირანში „ყუდსის ძალების“ სამეთაურო ცენტრებს შეუტიეს.
როგორც მედია წერს, „ყუდსის ძალები“ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გავლენიანი შტოა, რომელიც მებრძოლებს საზღვარგარეთ აგზავნის და ხელმძღვანელობს და აფინანსებს უცხოურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ლიბანის „ჰეზბოლა“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, აღნიშნულ სამეთაურო ცენტრებს „ყუდსის ძალები“ ახლო აღმოსავლეთში ირანის რეჟიმის მარიონეტების მეშვეობით ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად იყენებდა.
ისრაელის არმიის მიერ გამოქვეყნებული საილუსტრაციო გრაფიკა მიუთითებს, რომ მან 10 ობიექტს დაარტყა.
חיל האוויר תקף מפקדות של כוח קדס בטהראן
— צבא ההגנה לישראל (@idfonline) June 16, 2025
מטוסי קרב של חיל האוויר תקפו מפקדות של כוח קדס במשמרות המהפכה וצבא איראן, בהכוונה מודיעינית ומדויקת של אגף המודיעין.
במפקדות אלה תכננו פעילי קדס פעולות טרור נגד ישראל באמצעות שלוחותיו של המשטר האיראני במזרח התיכון pic.twitter.com/pR03DBbzMK