1775553418
უცხოეთი
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ირანში კიდევ ერთ ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში კიდევ ერთ ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყეს.
მათ, ასევე, განაცხადეს, რომ ეს „ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დარჩენილ ობიექტთაგანია“, რომელიც ბალისტიკური რაკეტებისთვის მასალების დასამზადებლად გამოიყენება.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ შირაზის მახლობლად მდებარე ობიექტს „ირანის შეიარაღებული ძალები იყენებდნენ აზოტის მჟავას წარმოებისთვის, ნივთიერებისთვის, რომელიც აუცილებელია ასაფეთქებელი ნივთიერებების და ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროცესებში გამოყენებული დამატებითი მასალების წარმოებისთვის“.
ასევე, 6 აპრილს, ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის ბალისტიკური რაკეტების ობიექტს დაარტყა, საიდანაც, სამხედროების თქმით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს.