Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ ოპერატიული წევრები მოკლეს და ტერორისტული დაჯგუფების 120-მდე ობიექტი დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს „ჰეზბოლას“ ოპერატიული წევრები, რომლებიც სამხრეთ ლიბანში ჯარებს მიუახლოვდნენ, ასევე,  დაბომბეს და გაანადგურეს ჰეზბოლას“ 120-მდე ობიექტი.

მათივე ინფორმაციით, სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო ცენტრები, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ, იარაღის საწყობები და სხვა შენობები, რომლებსაც „ჰეზბოლა“ თავდასხმებისთვის იყენებდა.

სამხედროები დარტყმები კადრებს აქვეყნებენ.